ბათუმში ასაფეთქებელი შუშხუნებით ორმა მამაკაცმა თვალის დაზიანება მიიღო. ქობულეთელი 19 წლის გიგა ბოლქვაძე და ხელვაჩაურის მკვიდრი 44 წლის თეიმურაზ გოგიტიძემ თვალის რქოვანას და რბილი ქსოვილის დაზიანება მიიღეს. ორივე მათგანმა თვალი დაკარგა.
დაზარალებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. როგორც თვალის სნეულებათა განყოფილებაში აცხადებენ, ერთ-ერთი პაციენტი მკურნალობას თბილისში განაგრძობს.