ოფიციალური თბილისის განცხადებით, საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ყაზახურ მხარესთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამაზე მსჯელობა მიდის, თუმცა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2010 წლიდან ყაზახეთი იქნება და როგორც ნალბანდოვმა განმარტა, ის გაყინულ კონფლიქტებს მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს.