4 იანვარს ფონდი "იავნანა" და თიბისი ბანკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდი იავნანას სამხატვრო ხელმძღვანელმა თეო ჯორბენაძემ აცნობა, საღამო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართება და პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში - საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა - "ბედის ძალა".
მთავარ პარტიებს შეასრულებენ მსოფლოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ ბახტაძე.
პაატა ბურჭულაძის მოწვევით საღამოში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი - ალბერტო რინალდი.
ალბერტო რინალდი მსოფლიოს პირველი კლასის საოპერო თეატრებში მღერის. იგი მთავარ პარტიას ასრულებს ფრანკო ზეფირელის |ჯამბაზებში".
აღიარებულ მომღერლებს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. დირიჟორი - ჯანლუკა მარჩიანო.
საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცემა დიასამიძეების 8 შვილიან ოჯახს.