კატალონიაში კორიდა აღარ გაიმართება. ესპანეთში, კატალონიის ოლქში, დღეიდან სპეციალური კანონი ამოქმედდა, რომელიც კორიდის მოწყობას კრძალავს. აღნიშნული კანონი, კატალონიის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2011 წლის ზაფხულში მიიღო. კატალონიის საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კანონი მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტში 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შევიდა, რითაც კატალონიის მოსახლეობის ნაწილი სისხლიანი კორიდის აკრძალვას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ კატალონია გახდა მეორე ოლქი, ესპანეთის მასშტაბით, სადაც კორიდა საერთოდ აიკრძალა.
შეგახსენებთ, რომ 1991 წელს კორიდის მოწყობა, კარანის კუნძულებზე აიკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები