ახალი ამბების სააგენტო GHN გილოცავთ 2012 წელს!. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი სრულიად საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქისთვის. მსოფლიოში მცხოვრები ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად და გულშემატკივრად მიიჩნევენ.
გამარჯვებები და წარმატებები დაგბედებოდეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
2011 წელს, ისევე როგორც ყოველთვის, ვცდილობდით ვყოფილიყავით იქ, სადაც ჩვენი ქვვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. ვყოფილიყავთ სამშობლოსა და მართალი სიტყვის სადარაჯოზე. მუდამ ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მკითხველისა თანადგომას.
2011 წელს უამრავი მკითხველი, გულშემატკივარი შევიძინეთ და ამას განვიხილავთ როგორც ჩვენს მიერ იმთავითვე არჩეული სტრატეგიის - "ობიექტური და დამოუკიდებელი" წარმატებად.
ამავე სტრატეგიით განვაგრძობთ მუშაობასა და წინსვლას, რადგან მიგვაჩნია, რომ მედიასაშუალებისთვის ეს ორი კომპონენტია უმთავრესი მსაზღვრელი.
2012 წელს ჩვენ ვეცდებით ვიყოთ უფრო წარმატებულები. შემოგთავაზოთ ბევრი ახალი მედიაპროდუქტი და რაც მთავარია, მოგაწოდოთ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია.