პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასი 12 დეპუტატს დაექვითება.
დღევანდელი პლენარული სხდომა 40 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რისი მიზეზიც კვორუმის არარსებობა იყო.
პარლამენტში დეპუტატთა რეგისტარცია სამჯერ ჩატარდა და მხოლოდ მესამე ჯერზე გახდა შესაძლებელი სესიის დაწყება.
სხდომის დღევანდელი თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის გადაწყვეტილებით კი სესიის გამცდენ დეპუტატებს ხელფაის დაექვითებათ.
პარლამენტის რეგლამენტის ამ ნორმით ამჯერად დაისჯებიან მამუკა გოგატაშვილი, მირზა დავითაია, გიორგი კანდელაკი, როლანდ კემულარია, მამუკა სანებლიძე, ბაჩო ქიტიაშვილი, მიხეილ ცქიტიშვილი, გიორგი ასანაძე, აკაკი მინაშვილი, ნიკა ლალიაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, კარლო კოპალიანი, დილარ ხაბულიანი და გიორგი ხახნელიძე.
სასჯელი კი ხელფასის 10 პროცენტის დაქვითვას ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ფონდში გადაირიცხება.