თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების"და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დღეს დედაქალაქში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის დადგმის მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქცია ყაზბეგის გამზირზე, წითელ ბაღში გაიმართა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯაბა სამუშიას თქმით, ქდმ-მ თბილისში ყაზბეგის ძეგლის დადგმის თხოვნით საკრებულოს ერთი წლის წინ მიმართა და ძეგლის მაკეტიც წარუდგინა, თუმცა ხელისუფლება დღემდე ამ საკითხით არ დაინტერესებულა.
ყაზბეგის ძეგლის მაკეტი ყაზბეგის მკვიდრს გიორგი თექთუმანიძეს ეკუთვნის. ქდმ-ს ინფორმაციით, მისი შექმნილი ესკიზი სამხატვრო საბჭომაც მოიწონა.