პოეტი მაყვალა გონაშვილი ლექსების სამენოვან კრებულზე მუშაობს. ამის შესახებ პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"თავდაპირველად წიგნი 7 ენაზე მინდოდა გამომეცა, მაგრამ შემეშინდა, რაღაც ისეთი თარგმანები არ გამოსულიყო, რომ კურიოზად გადაქცეულიყო წიგნი, ამიტომ სამ ენაზე შევჩერდი - ქართული, რუსული და ინგლისური", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გონაშვილმა.
გონაშვილი ლექსების კრებულის პრეზენტაციას დაბადების დღეზე, 1-ელ მარტს გეგმავს.