რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის ვიცე-პრემიერად ვლადისლავ სურკოვი დანიშნა, რომელიც ბოლო მომენტამდე კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე მას მოდერნიზაციის საკითხების კურირება დაევალება.
"მე ხელი მოვაწერე ბრძანებას რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ თქვენი დანიშვნის შესახებ", _ განაცხადა მედვედევმა დღეს სურკოვთან შეხვედრაზე.
"ჩემთვის ეს სამუშაო ძალიან საინტერესოა", _ განაცხადა სურკოვმა საპასუხოდ.
სურკოვის ადგილზე ვიაჩესლავ ვოლოგდინი დაინიშნა, რომელსაც ადრე ვიცე-პრემიერის, მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობა ეჭირა.