რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა საჯაროდ მიმართა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს წინადადებით - რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებების დროს შუამდგომლის როლი იკისროს.
"ვედომოსტის" ინფორმაციით, ეს იდეა მან თავად რუსეთის პრემიერსაც გაუზიარა. ექს-მინისტრის განცხადებით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მოლაპარაკებებისთვის მზად არიან და ამიტომაც იგი მზადაა, მათ შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
კუდრინმა 24 დეკემბერს ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს მისი მონაწილეების მოთხოვნას არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ და აზრი გამოთქვა ცესკოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ჩუროვის გადადგომის შესახებ.