წყალდიდობამ ავსტრალიაში სატვირთო ავტომობილი წაიღო. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წყალმა მატარებლის რამდენიმე ვაგონი წაიღო მაშინ როდესაც იგი ავსტრალიის ჩრდილოეთით ხიდზე მოძრაობდა. ცნობილი ხდება, რომ მატარებელს შხამიანი ქიმიკატები გადაჰქონდა.
"ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიწყებენ შემოწმებას ინფორმაციისა იმის შესახებ, რომ მატარებელს შხამიანი ქიმიკატები გადაჰქონდა. კერძოდ კი საუბარია რკინის ვერცხლისწყალზე, რომელიც მატარებელს დარვინის პორტში გადაჰქონდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ვაგონი წყალმა საერთოდ წაიღო", _ იუწყება "ბი-ბი-სი".