რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები არ გადაიხედება. მისივე განცხადებით, რუსეთის დუმამ უკვე დაიწყო მუშაობა და საუბრები დუმის არჩევნების შედეგების გადახედვის შესახებ ფუჭია.
"დუმის არჩევნები დასრულდა. ყველა საპარლამენტო ფრაქციამ მუშაობა დაიწყო, არჩეულია სპიკერი. დუმა ფუნქციონირებს და საუბრები იმის შესახებ, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს შეუძლებელია', _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა "სახალხო შტაბისა" და ფედერალური საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
ხოლო მათ კი ვინც ამას არ ეთანხმება ვლადიმერ პუტინმა სასამართლოში წასვლა ურჩია.
"თუკი არის რამე დარღვევა სასამართლო ვალდებულია მიიღოს განიხილოს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხებთან დაკავშირებით", _ განცხადა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები "აბსოლუტურად გამჭვირვალე" იქნება.