რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოდის ინიციატივით განიხილოს ინტერნეტში ტექნოლოგიები, რომლებიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობას შეიწყობს ხელს. ამასთან ერთად რუსეთის პრემიერმა ასევე დაგმო ისინი, ვინც ცდილობს არჩევნები არალეგიტიმურად შეაფასოს.
"დისკუსია ინტერნეტში უნდა განვითარდეს, უნდა მოვუსმინოთ ხალხს და მოვისმინოთ მათი კონსტრუქციული წინადადებები, განვაზოგადოთ. და თუ დავინახავთ, რომ მართლაც არსებობს წინადადებები, რომლებიც არჩევნების გამჭვირვალობისკენ არის მიმართული, ამ წინადადებებით რა თქმა უნდა უნდა ვისარგებლოთ", _ განაცხადა პუტინმა და იმ ოპოზიციონერების მისამართით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს განაცხადა, რომ მათ არც ერთიანო პროგრამა გააჩნიათ და არც ნათელი მიზნები.
"არ არის ერთიანი პროგრამა, არ არის გასაგები და ნათელი გზა მიზნის მისაღწევად და არც არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმე კონკრეტულის გაკეთებას შეძლებენ", _ განაცხადა პუტინმა.