საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველო არასოდეს დაბრუნდება საბჭოთა კავშირში, კომუნისტურ ჭაობში, კომუნისტურ განუკითხაობაში. აღნიშნულის შესახებ წიკლაურმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილის ფულის "რუსულ ფულად" მოხსენიება გააპროტესტა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლეოსბის წევრმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ რუსეთი გადაიქცეოდა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ფასეული იქნებოდა მეზობელი ქვეყნების და ხალხების თავისუფლება, თუმცა საუბედუროდ, ეს იმედი არ გამართლდა, თუმცა რუსეთი ვერ მოწყდა საბჭოთა მემკვიდრეობას, მისი საგარეო პოლიტიკა კი თავისუფალი სახელმწიფოების დესუვერენიციზაციას და მათი დამოუკდებლობის მოსპობის და ჩაგვრის საშინელ ინსტინქტებს დაეფუძნა.
"დესპოტიამ და იმპერიალიზმა გადაქცია რუსეთი დეგრადირებულ სახელმწიფოდ და ამ სახელწმოფს შეუძლია გაზით გაგუდოს საკუთარი მოქალაქეები, გაანადგუროს ასობით ათასი ადამიანი ჩეჩნეთში, სიცოცხლე მოუსრაწფოს ადვოკატებს, ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების დამცველებს. ამ რუსეთს პუტინის რუსეთი ჰქვია, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს როგორც რეგიონალური, ისე გრლობალური მასშტაბით. პუტინის რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, გადაწვა ჩვენი ქალაქები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები ამოხოცა და ოკუპირებული ჰყავს აფხაზეთი და სამაჩაბლო. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის განსაკუთრებით სენსიტიურია ის, რაც მიდის რუსეთში",- განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქვით, თავისუფალმა სამყარომ არნახული სოლიდარობა გამოიჩინა და გამოეხმაურა უპრეცედენტო მასშტაბურ მოძრაობას დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მხარი დაუჭირეს მას, თუმცა სამწუხაროდ იყვნენ ისეთებიც, ვინც მხარი დაუჭირა კრემლის ოდიოზურ ტანდემს და პირში წყალი ჩაიგუბა და ასეთები იყვნენ უგო ჩავესი, ნაურუ, ოკუპრებული რეგიონების მარიონეტები, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა ყველაზე დეგრადირებული ნაწილი თანამედროვე მსოფლიოსი.
"სამწუხაროა, რომ მათ შორის აღმოჩნდნენ ქართული ოპოზიციის ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი - მეოცნებე ნაწილი. ან კი როგორ გამოეხმაურებოდნენ ამ პროცესებს, როდესაც მათივე სიტყვით, რუსეთი უფრო დემოკრატიულია ვიდრე საქართველო, მათივე სიტყვით, რუს ხალხს მოსწონს პუტინი და უნდა დავალოგოთ ურთიერთობა რუსეთის პუტინთან. პუტინი განახორციელებს დემოკრატიულ ცვლილებებს და ჩვენც არ უნდა ავიღოთ ორიენტაცია სამხედრო ბლოკებზე, არამედ დიალოგი გავმართოთ კოკოითთან და სხვებთან, ასე რომ დღეს ასე დაჯგუფდა მთელი სამყარო, ერთ მხარეს არის მთელი თავისუფალი სამყარო, მეორე მხარეს კი პუტინის და რეგრესის მხარდაჭერები და საქართველოში ეს დაყოფა ასე მოხდა", - აღნიშნა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ ეს ადამიანები გამოდიან საქართველოს იზოლირების მწოდებით და ერთადერთი მიზნით, რომ შეინარჩუნონ რუსული ფული და ევრაზიულ კავშირში შესვლა უზრუნველყონ.
"ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ქართულ ოცნებას ეძახიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ არის საქართველოს ოცნება. საქართველო არასოდეს დაბრუნდება საბჭოთა კავშირში, კომუნისტურ ჭაობში, კომუნისტურ განუკითხაობაში", - განაცხადა წიკლაურმა.