ევროპულ ანტისარაკეტო სისტემაში მონაწილეობისათვის იაპონიის ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი გადადგა. დღეს მთავრობამ შეიარაღების ექსპორტზე ემბარგოს გამარტივების შესახებ განცხადება გააკეთა.
ტოკიო და ვაშინგტონი უკვე რამდენიმე წელია ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტის შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობენ, თუმცა ქვეყანაში 1967 წლიდან მოქმედი კანონი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების გატანას იაპონიიდან ეჭვქვეშ აყენებდა. ტოკიოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საშულებას მისცემს ქვეყანას უცხოელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს შეიარაღების ტექნოლოგიების შემუშავებასა და წარმოებაში.