რუსეთის ეკონომიკას მომავალ წელს სირთულეები ელის. ეს აღიარება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო საბჭოსთან შეხვედრისას გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობამ ამის შესახებ მოქალაქეები ღიად უნდა გააფრთხილოს, თუმცა მედვედევი ირწმუნება, რომ რუსეთისათვის საქმე ახლა არც თუ ისე ცუდადაა.
რუსეთის 2012 წლის ეკონომიკის რეცესიაზე განცხადება ცოტა ხნის წინ რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა, თუმცა არ დაკონკრეტებულა 2012 წლის რომელ პერიოდში ემუქრება რუსეთის ეკონომიკას კრიზისი.
"ყველა ჩვენი განაწყვეტილება, რასაც ერთად მივიღებთ, უნდა ითვალისწინებდეს იმას, თუ როგორ წარიმართება საქმე მსოფლიო ბაზარზე. არც თუ ისე ცუდად გავუმკლავდით 2008-2009 წლის კრიზისს, წინ კი არანაკლები მნიშვნელობის გამოცდაა. ეს პირდაპირ და გულახდილად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, მათ უნდა იცოდნენ, რომ სირთულეები იქნება", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.