დღეს, 27 დეკემბერს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი გალის რაიონის სკოლების პედაგოგებს უმასპინძლებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მასწავლებლებს 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სიახლეებს გააცნობს, ხოლო ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენლები დეტალურად მოუყვებიან 2012 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ. პედაგოგთა კითხვებს ცენტრის სხვა წარმომადგენლებიც უპასუხებენ.