დღეს, 27 დეკემბერს, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდებათ.
პაციენტები გამოკვლევებს პედიატრთან, ოფთალმოლოგთან, ნევროპათოლოგთან, დერმატოლოგთან, კარდიოლოგთან და ექოსკოპისტთან გაივლიან. სამედიცინო აქცია მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება. დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება - ბავშვთა ჰიგიენური პაკეტები და ტკბილეული გადაეცემათ.
აღნიშნულ ობიექტში ბენეფიციართა რაოდენობა 314 შეადგენს.