ეგვიპტეში რუსი ტურისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თავდასხმა თავდაპირველად ორ სანკტ-პეტერბურგელ ტურისტზე მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ხურგადაში მოხდა.
გადარჩენილი სტუდენტის დედა, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მისი ვაჟი თავის მეგობართან ერთად რუსეთში 24 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ. შემდეგ მას აცნობეს, რომ მისი ვაჟი ნაცემია, მეგობარი კი გარდაცვლილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ საქმის დეტალების გარკვევაში რუსეთის საკონსულოა ჩართული.