ინდოეთში 3,5 ათასი ექიმი 5 დღეა გაფიცვას განაგრძობენ. მათი მოთხოვნაა დროულად დარიგდეს ხელფასები.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, გაფიცვის პერიოდში 40 პაციენტი გარდაიცვალა.
გაფიცულთა შორისაა 20 ათასამდე დაქირავებული სამედიცინო პერსონალი. მათი მოთხოვნაა, დაპირებისამებრ, მოხდეს მათი შტატში გადაყვანა.
ამ დროისთვის, კანონის დარღვევისთვის დაპატიმრებულია 400-მდე ექიმი.