ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დირექტორი სოფო ჭელიძე გასულ 2008 წელს წარმატებულად აფასებს.
მისი თქმით, ზედიზედ წარმატებული აღმოჩნდა კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების _ ”მხედრებისა~ და “იმედის~ პროექტები.
“ცნობილ ფოლკლორულ წრეებში ჩვენს მუშაობას წარმატებულად აფასებენ, რაც ამავდროულად სტიმულიცაა. ჩვენი წარმატების დასტურად მოვიყვანდი გურული ფოლკლორით დაინტერესებულ ფრანგებს, მოგვიანებით გერმანელების სტუმრობას, რომლებიც მასპინძლების მუსიკალურობით”, _ აღფრთოვანებულები დარჩნენ.
მისი თქმით, წარმატებულია თეატრალური სეზონიც.
“რეჟისორმა გია ქურიძემ სახალხო თეატრთან და დრამატულ ცენტრთან ერთობლივი მუშაობით არაერთი ამაღლებული წუთი აჩუქა ლანჩხუთელ მაყურებელს~, _ განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები