მარჯანიშვილის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტისთვის სცენა მონტაჟდება. 17 მეტრი სიგანე და 14 მეტრი სიღრმე ეს სცენის პარამეტრებია, რომელიც სადღესასწაულო ნივთებით იქნება გაფორმებული. სცენას დახრილი ჭერი აქვს. მთავარი აქცენტი განათებაზე გაკეთდება.
საახალწლო გალა კონცერტისთვის მომზადებული სცენა დასრულებულ სახეს ორ დღეში მიიღებს.
ცნობისთვის, ღამით გალა კონცერტის დაწყებამდე სხვადასხვა სცენაზე დამონტაჟებული სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა. 22:00 საათზე კი ჯანსუღ კახიძის სახელობის ცოცხალი მუსიკის საღამო დაიწყება.