“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” “გაზპრომს” ათას კუბურ მეტრ გაზში 280 დოლარს უხდის. ამის შესახებ დღეს კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ნათია თურნავამ განაცხადა, _ იუწყება გაზეთი, “ვზგლადი”.
კორპორაციას კონრაქტი აზერბაიჯანთანაც აქვს, მაგრამ ახლა იმპორტს მხოლოდ რუსეთიდან ახორციელებს. შესყიდვის მოცულობა აუცილებლობის შემთხვევაში საშუალოდ თვეში 10-15 მლნ კუბური მეტრის ფარგლებში მერყეობს.
კორპორაცია გაზს რიგ ქართულ კომპანიებსა და სხვა ობიექტებს აწვდის, ის ასევე ქალაქ ჭიათურასა და საჩხერეს ამარაგებს.
ამასთან კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” გაზით თბილისს უზრუნველყოფს და რუსეთთან კონტრაქტი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები