საქართველოს პრეზიდენტი პროგრამაში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" ჩართულ 150 პედაგოგს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები შეაფასა. შეხვედრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ აღნიშნულ პროგრამაში ახალგაზრდების ჩართულობა მათ დიდი გამოცდილების გარდა, მომავალი წინსვლის შესაძლებლობას მისცემს. მიხეილ სააკაშვილმა მათ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს იდეალისტებისთვის ყველა გზა ხსნილია.
დღესვე პრეზიდენტმა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებმაც ბულგარეთში შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, IPAD-ებით დაასაჩუქრა. ინფორმატიკის განხრით მოპოვებული გამარჯვებისთვის მიხეილ სააკაშვილმა საჩუქრები მე-11 კლასელ ჯიმშერ სხირტლაძეს, მე-10 კლასელ ნიკა ნადირაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს გადასცა. პრეზიდენტმა მათ გამარჯვება მიულოცა და წინსვლა უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები