სარემონტო სამუშაოების გამო დღეს, 10 საათიდან 18 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ჩიტაძის, ჭონქაძის, მესხის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.