"ტვ25~-ის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. ეს განცხადება დღეს სესიაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომოპანია "ტვ25" - თან დაკავშიერებით ერთმანეთს `ქრისტიან-დემოკარატების~ ლიდერი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაუპირისპირდნენ.
თარგამაძის თქმით, ტელეკომპანიის პრობლემა არის პოლიტიკური. ირაკლი ღვალაძის განცხადებით კი ეს პრობლემები მხოლოდ საგადასახადო დავას უკავშირდება და პოლიტიკურ საფუძველს გამორიცხავს. ეს განცხადება ღვალაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც გიორგი თრაგამაძემ აჭარაში ერთადერთი დამოუკიდბელი არხისა და სახელმწიფოს პრობლემებზე ისაუბრა.
ღვალაძის განცხადებით, უზენაეს სასამართოლ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის სასარგებლოდ არ გამოუტანია არამედ მან საგადასახადო ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალა. მისი განმარტებით, სწორედ ამ ახალი აქტით დაეკისრა ტელეკომპანიას 227 ათასი ლარის ოდენობის გადასახადი.
თარგამაძე კი მიიჩნევს, რომ პრობლემა პოლიტიკურია, რადგან საკითხი აჭარაში დამოუკიდებელი ტელეარხის არსებობას ეხება. მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ დავალიანების გაბათილებაზე მიიღო.
გიორგი თარგამაძეს პარლამენტის თავმჯოდმარის დაბრუნების შემდეგ, ტელეკომპანიის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის იმედი აქვს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი მათი კამათი იმით დაასრულა, რომ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება და ეს საკითხი იქ გაირკვევა.