ფილიპინებში ტროპიკული შტორმის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 1236 ადამიანი დაიღუპა. ათასზე მეტი მცხოვრები დაკარგულად ითვლება. 17 დეკემბერს ღამეს, სამზრეთ ფილიპინების არქიპელაგზე, კუნძულ მინდანაოს ნაპირებზე, ტროპიკული შტორმი, სახელად "ვაში" მოვარდა და იქაური სოფლები წალეკა. საკუთარი სახლების დატოვება 108 ათასზე მეტ ადამიანს მოუხდა, რომელთაგან 69 ათასი 46 საევაკუაციო ცენტრებში იქნა განთავსებული.
ყველაზე დიდი შტორმი 1991 წელს მოხდა ფილიპინების კუნზულ ლეიტეზე სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.