სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, პატრიარქობის 34 წელს მან მზიანი ღამე უწოდა.
როგორც მან სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, ეს 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა.
"ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს", - ბრძანა ილია მეორემ.
დღეს, 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი სრულდება.