ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში, ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში, ბომბის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები ამჟამად საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
ზუსტი ციფრი დაზარალეულთა შესახებ არ არის ცნობილი, რადგან მაშვლები ეძებენ დაღუპულებს და სხვა დაშავებულებს.
აფეთქება მაშინ მოხდა როდესაც ნიგერიის არმიის ერთერთი დანაყოფი სროლით აღნიშნავდა ჯონათან გუდლაკის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.