დღეს, 25 დეკემბერს, კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით კათოლიკეებს რომის პაპმა ბენედიქტ XVI მიმართა.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, საშობაო მესის დროს პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა თავი აარიდონ შობის კომერციალიზაციას.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ საჭიროა ამ დღესასწაულის მისი გარეგანი ბრწყინვალების მიღმა დანახვა, რათა შესაძლებელი გახდეს "ბეთლემში შობილი ყრმის დანახვა".
უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკური შობა განსაკუთრებულად აღინიშნა ბეთლემში, სადაც 120 ათასზე მეტი კათოლიკე ჩავიდა, რათა მდინარემ იორდანის დასავლეთ ნაპირზე არსებულ ქალაქში ქედი მოეხარათ იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა.
სადღესასწაულო მესაში ასევე მონაწილოება მიიღო პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა, რომელმაც განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს უსურვებს მომავლ წელს მშვიდობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კათოლიკური შობა საქართველოშიც აღინიშნა. ქვეყანაში არსებულ 27 კათოლიკურ ტაძარში სადღესასწაულო მესა ჩატარდა.