ქართული მხარე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საჯარისო დანაყოფების გადასროლის შესახებ, კატეგორიულად უარყოფს. შსს-ის ადმინისტრაციის უფროსი, შოთა უტიაშვილი რადიო “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ “საქართველოს აფხაზეთისკენ არანაირი ჯარის გადასროლა არ განუხორციელებია”.
უტიაშვილმა აღნიშნა, რომ კვირას, 4 იანვარს დაფიქსირდა მხოლოდ ქართული პოლიციის საგუშაგოს დაცხრილვა აფხაზური პოზიციებიდან.
“საბედნიეროდ, არ არიან დაჭრილები და დაშავებულები. ეს უკვე ტენდენციად იქცა, როდესაც ჩვენი ჯარი, პოზიციები და მოსახლეობა რუსული ჯარის სამიზნეს წარმოადგენს. საპასუხოდ, საქართველო არანაირი ჯარის გადასროალს არ აპირებს”, – განაცხადა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტების მტკიცებით, ქართულ მხარეს კონფლიქტის ზონაში ჯარი მალულად გადაჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები