21-22 დეკემბერს, ცესკოს თავმჯდომარემ ახალქალაქის, ადიგენის, ნინოწმინდისა და ასპინძის პოლიტიკური პარტიების რაიონული ერთეულების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან გამართა შეხვედრები.
თავმჯდომარემ შეხვედრების მონაწილეებს 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო, წარუდგინა სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა. შეხვედრების შემდეგ გაიმართა დისკუსიები საარჩევნო ადმინსტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ უკვე გამართა შეხვედრები ბორჯომში, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, აჭარის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი, ბათუმი), გურიის (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) სამეგრელოს (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი), ყაზბეგის, მცხეთა-მთიანეთის (დუშეთი) და რაჭა-ლეჩხუმის (მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური) რეგიონებში. აღნიშნული შეხვედრების შედეგად კომისიის თავმჯდომარე რეგიონების ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების სხვადასხვა სახის რეკომენდაციებსაც ეცნობა, რაც ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმვაში ეხმარება