ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯის გამოყენების ნორმის არსებობა ქვეყანაში ჯერ კიდევ აუცილებლობას წარმოადგენს.
„ჩემი შეხედულებით სასჯელის ამ ზომის აქტუალობა ჯერ კიდევ არ შემცირებულა", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერების მოთხოვნა სიკვდილით დასჯაზე მონატორიუმის შემოღების შესახებ ორმაგ სტანდარტებს შეიცავს.
„ოდნავ შებრუნდით იქით, ატლანტიკის გაღმა, იქ თქვენ ძალიან დიდი მეგობარი გყავთ. როგორც კი ისინი შეცვლიან, ჩვენც ამას მათ შემდეგ გავაკეთებთ", - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა და ნათლად მიანიშნა, რომ მის ქვეყანაში სიკვდილით დასჯა მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდება, როდესაც ამ ნორმას აშშ გააუქმებს.
მისივე თქმით, სიკვდილით დასჯის და სამუდამო პატიმრობის ყველა სასჯელი პირადად „ჩემს გულზე გადის".