თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საფრანგეთი ალჟირელების გენოციდში დაადანაშაულა.
გენოციდი უწოდა მან საფრანგეთის არმიის მოქმედებებს ალჟირში 1945 წლიდან 1962 წლამდე, ვიდრე ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომხების გენოციდის უარყოფაზე პასუხისმგებლობის შესახებ.
აღნიშნულის სანაცვლოდ თურქეთმა პარიზიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.