ხვალ, 24 დეკემბერს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლის მეორე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას რეგიონების საჯარო სკოლების და აზერბაიჯანის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. მოსწავლეები მოხსენებებს სხვადასხვა თემებზე წაიკითხავენ. კონფერენციას თსუ-ის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე კორპუსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი, III სართ. ოთ. # 361.