"ეროვნული დემოკრატიული პარტიის" წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის შეფასებით, "ორჯონიკიძეების თემას" კიდევ ერთი გვარი - ივანიშვილი მიემატა.
ამის შესახებ ჩახვაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვისას განაცხადა.
"ორჯონოკიძეების თემა ქართულ პოლიტიკაში სამწუხაროდ დახურული არ არის. ბურჯანაძის, ნოღაიდელისა და სხვათა გვარებს კიდევ ერთი გვარი - ივანიშვილი მიემატა. შეიძლება განაცხადო, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რომ პუტინი რუსი ხალხის არჩევანია და გქონდეს სიმპათია ამ ჯალათის მიმართ, ეს გემოვნებისა და მორალის საკითხია, მაგრამ უფლება არ გაქვს ყველაფერი ეს შენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე გააკეთო, მით უმეტეს როცა ქვეყნის მართვაზე პრეტენზიას აცხადებ", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის ეცდება თუ სამხედრო ძალით ვერა, მეხუთე კოლონით შეეცადოს თავისი მიზნის მიღწევას.