გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პატივი მიაგეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის ხსოვნას. თუმცა, ევროპის ქვეყნების, ასევე აშშ-სა და იაპონიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუიბლიკის ყოფილი ლიდერისთვის.
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, მაშინ როდესაც გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელმა გააკეთა მოწოდება პატივი მიეგოთ კიმ ჩენ ირის ხსოვნისთვის, ასამბლეის სხდომათა დარბაზი ნახევრად დაიცალა.
კიმ ჩენ ირი ჩრდილოეთ კორეას 17 წელი ხელმძღვანელობდა, იგი 17 დეკემბერს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქვეყანაში 13 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაკრძალვა 28 დეკემბერს არის დაგეგმილი.
მის მემკვიდრედ უკვე ოფიციალურად აღიარეს მისი უმცროსი შვილი კიმ ჩე ინი.