თბილისის მერიის სსიპ _ არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 20 დეკემბერს გამოცხადდა ღია კონკურსი მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის მონუმენტის პროექტზე .საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, კონკურსის მიზანია გამოვლინდეს პროექტი, რომლის საფუძველზე შექმნილი სკულპტურა მონუმენტი ყველაზე უკეთ მოერგება არსებულ განაშენიანებას და უზრუნველყოფს უბნის ისტორიული სახის შენარჩუნებას, რაც მოედნის მხატვრულ-ესთეტიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის თემატიკა თავისუფალია, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდის www.architect.tbilisi.gov.ge-ზე კონკურსის პირობები იხილონ და მარჯანიშვილის მოედნის სიტუაციურ გეგმას გაეცნონ.
საკონკურსო განაცხადეის წარდგენა შესაძლებელი: ქ. თბილისის მერიის სსიპ _ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კანცელარიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #7), ან სამსახურის ვებ. გვერდის www.architect.tbilisi.gov.ge მეშვეობით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩევა სამი გამარჯვებული, რომელთაგან I ადგილის მფლობელს გადაეცემა 10 000 ლარი, ხოლო II-III ადგილების მფლობელებს 5000-5000 ლარი.