აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი ,,მუზა" აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმს გამართავს - წარმოდგენილი იქნება საახალწლო ზღაპარი.
ღონისძიებას ა/რ აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. წარმოდგენის დასასრულს ბავშვებს ალაფურშეტით გაუმასპინძლდებიან.
ბავშვებისათვის საახალწლო ტორტს კომპანია გუდვილი უზრუნველყოფს.