ხვალ, 24 დეკემბერს, ბაგრატიონის დარბაზში 2011 წლის "ოქროს პერგამენტის" ლაურეატების - "წლის ადამიანებისა და კომპანიების" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" საკონსულტაციო ჯგუფის "GCG"-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე 2011 წლის "ოქროს პერგამენტის" ლაურეატების შემდეგ ნომინაციებში დაასახელებს: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია. ასევე გაიცემა საპატიო „ოქროს პერგამენტიც".
გამოკითხვამ მთელი საქართველო მოიცვა და მასში მონაწილეობა 2986-მა რესპოდენტმა მიიღო.
"შევეცადეთ მოგვეცვა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. გამოიკითხა ყველა ასაკობრივი ჯგუფი და სოციალური ფენა. ერთადერთი ნომინაცია, სადაც გამოკითხულებს თავისუფალ რეჟიმში შეეძლოთ თავიანთი რჩეულის დასახელება, "წლის ადამიანი" იყო. სხვა ნომინაციებში კი ანკეტებში შეყვანილი იყვნენ წინასწარი რეიტინგული გამოკითხვით შერჩეული კანდიდატები", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.
მისი თქმით, რესპოდენტების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 7%, შიდა ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.
რაც შეეხება გამოკითხულთა სოციალურ მდგომარეობას, როგორც მირცხულავა განმარტავს, აქ სტატისტიკა ასე გამოიყურება: სტუდენტი - 10%, დასაქმებული - 29%, თვითდასაქმებული - 23%, უმუშევარი - 24%, პენსიონერი - 14%.
გამოკითხულთა შორის 53% ქალია, ხოლო 47% მამაკაცი.
დაცილდოების ცერემენიალს, რომელსაც ტრადიციულად „ბაგრატიონი 1882"-ს დარბაზი უმასპინძლებს თამარ სადრაძე წარუძღვება. ღონისძიების სპონსორები არიან ავერსი, გუდვილი, სილამაზიც ცენტრი ნატალი და ფლაუერსი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად ანკეტაში შეყვანილნი იყვნენ შემდეგი კანდიდატები:
წლის პოლიტიკოსი:
ალასანია ირაკლი;
გამყრელიძე დავით;
თარგამაძე გიორგი;
უსუფაშვილი დავით;
ცისკარიშვილი პეტრე;
წლის ბიზნესმენი:
ბუცხრიკიძე ვახტანგ;
გილაური ირაკლი;
გურგენიძე ვლადიმერ;
კურტანიძე პაატა;
რამიშვილი გიორგი;
ფხაკაძე სოსო;
წლის ხელოვანი:
ბათაიაშვილი ლიზა - სენ-სანსის და ბიზეს სავიოლინო ნაწარმოებების შესრულებისთვის;
ბურდული ნინო - სპექტაკლისთვის "ლივ შტაინი";
ლეჟავა ზურაბ - მოთხრობისთვის "მაცივარი სექსისა წილ";
ცაბაძე ალეკო - ფილმისთვის "რენე მიდის ჰოლივუდში";
ხარატიშვილი ნინო - სპექტაკლისტვის "ლივ შტაინი";
წლის ჟურნალისტი:
ბერიძე ეკა;
იაკობაშვილი პაატა;
კვესიტაძე ეკა;
მელაძე ნოდარ;
პაიჭაძე დავით;
ხოფერია ეკა;
ჩაფიძე ელისო;
წლის სპორტსმენი (გუნდი):
არაბიძე მერი;
გორგოძე მამუკა;
კობიაშვილი ლევან;
მარსაგიშვილი დავით;
სანიკიძე ვიქტორ;
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები;
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები;
წლის პროექტი:
ანაკლია;
მესტია;
გუდაური;
"ქეთო და კოტე";
აღმაშენებლის გამზირი;
წლის კომპანია:
ავერსი;
გუდვილი;
ვისოლი;
იმედი L;
ისტერნ პრომოუშენი;
კავკასუს ონლაინი;
საქართველოს ბანკი;
საქართველოს ლატარიის კომპანია;
"სილქროუდ ჯგუფი";
პე-ეს-პე;
წლის ბრენდი:
"ბერტა";
"ბარამბო";
"გალფი";
"სმარტი" ;
"ჰოლიდეი ინ";
წლის კომუნიკატორი:
ბილაინი;
კავკასუს ინლაიანი;
მაგთი;
სილქნეტი;
ჯეოსელი;
წლის უცხოური კომპანია:
Maersk;
Mobi Pay;
რაკინი;
რომპეტროლი;
სოკარი;
ჰაიდელბერგი;
შატო მუხრანი;
გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, მიხეილ სააკაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ოვაშვილი, დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე,ნოდარ ქუმარიტაშვილი, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე,პაატა კურტანიძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი", "სოკარი", „ლიბერთი ბანკი".