დღეს, 23 დეკემბერს, ნესტან კირთაძემ სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" სახელით, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციეს ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინისათვის
სპეციალური წერილები გადასცა.
როგორც ნესტან კირთაძემ „ჯი-ეიჩ-ენს განუცხადა, შვეიცარიის ელჩი დღესვე სპეციალურ წერილებს გადასცემს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციას ადრესატებისადმი გადასაცემად.
როგორც კირთაძე აცხადებს, იგი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივას და მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლს - "ინსტიტუციას, როგორც პირდაპირი ორმხრივი დიალოგის დაწყებას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის."
"ბატონო მინისტრო, ჩვენ თბილისში შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი და ვისაუბრეთ ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე", - წერს ნესტან კირთაძე სერგეი ლავროვს და დასძენს, - "ქართველების და აფხაზების, ქართველების და ოსების მშვიდობიანი თანაარსებობა და თანაცხვორება გარდაუვალი რეალობაა. ჩვენ ერთად შევქნით ამ რეალოაბს ორმხრივი და მუდმივი დიალოგის საფუძველზე; ჩვენს შორის ნდობის აღდგენის, ჰუმანური ურთიერთობის დაწყების და მრავამხრივი თანამშრომლობის საფუძველზე. ახლა მთავარია საერთაშორისო თანამეგობრობამ ,ევროკავშირმა, დემოკრატიულმა დასავლეთმა და რუსეთის ფედერაციამ ხელი შეუწყოს ამ სამშვიდობო ინიციატივას და ინსტიტუციას, როგორც პირდაპირი ორმხრივი დიალოგის დაწყებას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის".
კირთაძის განცხადებით, სპეცილური წერილები სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" მიზნების შესახებ უკვე გაეგზავნა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, დიპლომატიურ კორპუსებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
"ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პირველი სამშვიდობო ინიციატივა და ინსტიტუციაა, მშვიდობის სახლია, რომელიც ხელს უწვდის აფხაზებს და ოსებს პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის დაწყების, სამშვიდობო სტრატეგიის შემუშავებისა და მშვიდობიანი ურთიერთობებისათვის საფუძვლების მოსამზადებლად, რომელიც წინასწარ შემუშავებულ კონცეფციას და პროექტებს ეყრდნობა.