მოლდოვის მთავრობის თავმჯდომარე ვლად ფილატი ქვეყნის 2011 წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. მეორე ადგილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მარია ლუპუს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე დედაქალაქის მერი დორინ კირტოაკე აღმოჩნდა.
შესაბამისი რეიტინგი სტრატეგიული კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა. ფილატმა და ლუპუმ ფაქტობრივად შეინარჩუნეს გასული წლის პოზიციები, ხოლო ქალაქის მერი სამი საფეხურით დაწინაურდა.
რეიტინგში სულ 50 პოლიტიკოსი შევიდა. ყველაზე დიდი "წინსვლა" კი სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ იგორ დოდონმა დააფიქსირა, რომელიც რეიტინგში მერვე ადგილზე აღმოჩნდა. გასულ წელლს იგი 6 საფეხურით დაბლა იმყოფებოდა.