მოსკოვის ცენტრში ინკასატორებზე თავდასხმის შედეგად 200 მილიონი რუბლი გაიტაცეს. თავდასხმა სადოვნიჩის ქუჩის 74 ნომერთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავმდამსხმელები ინკასატორების იარაღით ემუქრებოდნენ, მოხდა რამდენიმე გასროლაც, მაგრამ არავინ დაშავებულა.
სამი პირი ოქროსფერი Volvo S60-ის მარკის ავტომანქანით მიიმალა.