ევროკომისიამ დაასრულა რიგი პროგრამების ფორმირება, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირში გაერთიანების მსურველი ქვეყნებში რეფორმების ხელშესაწყობად.
თანადგომის პროგრამა 1 მილიარდი ევროს ოდენობისაა.
ეს სახსრები განკუთვნილი იქნება ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, ხორვატიის, მაკედონიის, ჩერნიგორიის, სერბეთის, კოსოვოს, თურქეთისა და ისლანდიისთვის. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება თურქეთს - 232,968 მილიონი ევრო და სერბეთს - 178,557 მილიონი ევრო.
ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებით, პროგრამები შექმნილია კონკრეტული შედეგების მისაღწევად. კერძოდ იუსტიციის სისტემაში, ეკონომიკასა და გარემოს დაცვაში ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით.
ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაერთიანება მოუწევს დააკმაყოფილოს სახელმწიფოს მართვის სფეროში არსებული განსაზღვრული მოთხოვნები. კერძოდ ეკონომიკაში, სამართალსა და გარემოს დაცვის საკითხებში.