რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო 24 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილი საპროტესტო აქციის მსვლელობისას საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად დამატებითი ძალების გამოზახებას არ გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას რუსული სააგენტოები შინაგან საქმეთა სამინიტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„იმ ძალების გარდა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, დამატებითი ძალები გამოძახებული არ იქნება", - განუცხადეს რია ნოვოსტის სამინისტროში.
24 დეკემბერს მოსკოვში 50 ათასიანი საპროტესტი აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.
ამავდროულად, გუშინ საღამოს ინტერფაქსის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ცენტრისკენ სამხედრო ტექნიკის კოლონა მიემართებოდა, მათ შორის ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანები, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
სამხედრო კოლონა გორკის გზატკეცილზე გადაადგილდებოდა.