რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯიმ სენსენბრენერმა აშშ-ს პირველი ლედის მიშელ ობამას წინაშე ბოდიში მოიხადა. შესაბამისი წერილი მან მიშელ ობამას პირადად გაუგზავნა.
68 წლის კონგრესმენმა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონის რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტში ტელეფონზე საუბრისას ცუდად მოიხსენია აშშ-ს პირველი ლედი.
ჯიმ სენსენბრენერმა თავის თანამოსაუბრეს აუწყა 10 დეკემბერს საქველმოქმედო საშობაო აუქციონზე ვისკონსის შტატის ეკლესიაში მომხდარი შემთხვევის შესახებ.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მასთან მივიდა ეკლესიის მრევლის წარმომადგენელი და აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა შეაქო სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელებისთვის.
რესპუბლიკელმა სენატორმა მას უპასუხა, რომ აღნიშული პროგრამით თავად პირველი ლედი უნდა დაკავდეს.
"ჩვენ გვიკითხავს ლექციებს სწორი კვების შესახებ, თავად კი საკმაოდ ჯანმრთელი უკანალი აქვს" - განუცხადა კონგრესმენმა მრევლის წარმომადგენელს.
როგორც ამერიკული მედია წერს, პოლიტიკოსის სიტყვები "ეკლესიაში დარჩებოდა", რომ არა თავად მისი "გრძელი ენა".
"ვწუხვარ ჩემი გამოთქმების გამო და მე პირველ ლედის პირადად გაუგზავნე ბოდიშის წერილი", - განაცხადა კონგრესმენმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თეთრს სახლს კომენტარი არ გაუკეთებია.