რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ცენტრისკენ სამხედრო ტექნიკის კოლონა მიემართება, მათ შორის ჯავშანტექნიკა, და სატვირთო მანქანები, რომლებშიც ჯარისკაცები იმყოფებიან.შესაბამის ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.
სამხედრო კოლონა გორკის გზატკეცილზე გადაადგილდება.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.
სააგენტოსვე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში ხანძარი გაუჩნდა ორ სატვირთო ავტომანქანას, თუმცა არ ზუსტდება აღნიშნილი ავტომანქანები კოლონის შემადგენლობაში იყვნენ თუ არა.
ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო ერთმა ადამიანმა, რომელიც სკილიფასოვსკის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
„ხანძარმა 37 კილომეტრიანი საცობი გამოიწვია", - იუწყება სააგენტო.