სომალიში არსებული ვითარება გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებას ემუქრება. ამის შესახებ ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ენდრიუ მიტჩელმა განაცხადა.
მისი თქმით, სომალი მეკობრეების, ნარკობიზნესით დაკავებული პირებისა და ტერორისტების ბაზად იქცა, „ის გახდა არალეგალური მიგრაციისა და საშიში ეპიდემიების წყარო".
მიტჩელმა აღნიშნა, რომ სომალის ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის მრავალი ქვეშევრდომი იმყოფება, რომლებიც ექსტრემისტების ბანაკებში გადიან წვრთნებს.
2012 წლის თებერვალში ლონდონში სომალიში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო კონფერენცია.