დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, უზენაესი სასამართლოს გუმბათიან ჰოლში, ჩატარდება პირველი ჩემპიონატი საერთო სასამართლოების გუნდებს შორის ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?"
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში აცხადებენ, ჩემპიონატი ერთ ეტაპად ტარდება. მონაწილეობას საერთო სასამართლოების 13 გუნდი მიიღებს - თითო გუნდი ექვსი მოაზროვნისგან შედგება. ყველა გუნდისთვის ერთნაირად დასმული იქნება 30 კითხვა,
თამაშის დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდის ლიდერი.