საფრანგეთის ნაციონალურმა საკრებულომ ანუ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სრულად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სომხების გენოციდის უაყოფის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტი იმ პირთა მიმართ, რომლებიც სომხების გენოციდს არ აღიარებენ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ან 45 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. ქვედა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ ეს კანონპროექტი დასამტკიცებლად საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში - სენატში უნდა შევიდეს. კანონპროექტის ავტორი - ვალერი ბუაიეა.